ViscaBarca

ბარსელონას ქართული ფან კლუბი

ისტორია

 1889 წლის 22 ოქტომბერს ჟოან გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის დაარსება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს „ხიმნასიო სოლეში“ პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ’ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.

„ბარსა“ მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად „ბარსელონა“ კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს „ბარსელონამ“ პირველი ტიტული „კოპა მაკაი“ მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც „ვისკაისთან“ დამარცხდა (1:2).